LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi-ს ავტომობილის მისაღებად ნახევარ წლიანი რიგია

117
xiaomi

Xiaomi-ს ელექტროქარის ლოდინი მყიდველებს 4-დან 7 თვემდე მოუწევთ. სმარტფონებისა და „ჭკვიანი“ ტექნიკის ჩინურმა მწარმოებელმა გასულ კვირას თავისი პირველი ავტომობილის ელექტროსედანის Su7-ის გაყიდვები დაიწყო. მოდელი tesla Model S-ზე ორჯერ უფრო იაფი აღმოჩნდა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია. პირველი 4 წუთის განმავლობაში კომპანიას 10 ათასი შეკვეთა შეუვიდა, 24 საათში კი 88 ათასზე მეტი. Xiaomi-ს ელექტროქარის შეძენის მსურველებს ამიერიდან მინიმუმ ნახევარ წლიანი ლოდინი მოუწევთ.

მობილური აპლიკაცია Xiaomi Car, რომელიც გაყიდვების სტარტის წინ ჩაეშვა, Su7-ის ლოდინის დროდ 18-21 კვირას განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ საუბარია 299 ძალის მოდელზე, რომელიც პირველ 100 კმ-ს 5,28 წამში ავითარებს და საპასპორტო სვლის მარაგი 700 კილომეტრი აქვს. სედანის ღირებულება 215 900 იუანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები