Xiaomi ძვირადღირებული და უსარგებლო ოფციისთვის გააკრიტიკეს. ჩინური ტექნო გიგანტი მსურველებს Su7 Ultra-ს ტოპ-ვერსიის ორი მასიური სავენტილაციო ხვრელით აღჭურვას სთავაზობს. ოფცია ფასიანია და მინიმუმ 42 ათასი იუანი ღირს. თუმცა, პირველივე დამკვეთები ძალიან იმედგაცრუებულები დარჩნენ: აღმოჩნდა, რომ „ნესტოები“ ჰაერს თითქმის არ ატარებს.
42 ათასი იუანის ანუ 5 ათას დოლარზე მეტის გადახდით ჩინური ტექნო გიგანტი შექმნის ელექტროქარს რომელიც ძალიან ჰგავს პროტოტიპს, რომელმაც ნიურბურგრინგზე რეკორდი დაამყარა, ტრეკი 6 წუთსა და 46,874 წამში გაიარა.
კაპოტი, რომელიც ცხელი დაპრესვის მეთოდითაა დამზადებული, ელექტროქარის მასას 1,3 კილოგრამით ამცირებს. თუმცა, პლუსები ამით სრულდება: აეროდინამიკური მახასიათებლების გაუმჯობესება საერთოდ არ შეინიშნება. არადა xiaomi-ს რეკლამაში მთავარი აქცენტი სწორედ კაპოტზე და აეროდინამიკურ ფუნქციაზეა.
