LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xpeng-ი თავის მფრინავ ავტომობილს აშშ-ში წარადგენს

115
Xpeng-ი თავის მფრინავ ავტომობილს აშშ-ში წარადგენს

ჩინური Xpeng აპირებს, რომ მფრინავი ავტომობილები ამერიკელებს მიყიდოს. კომპანია ემზადება, რომ თავისი უახლესი ქმნილება Land aircraft Carrier ლას-ვეგასში Ces-2025-ის გამოფენაზე წარადგინოს. ეს გამოფენა 7 იანვარს გაიხსნება და 11 იანვრამდე გასტანს.

ჩინეთში LAC-ზე შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია და წინასწარი განაცხადების რაოდენობამ 2 ათასს გადააჭარბა, ეს მაშინ როცა მოდელის ფასი დაახლოებით 2 მილიონი იუანი იქნება.

Land Aircraft Carrier – ეს არის 6 ადგილიანი მინივენი, რომელსაც ჰიბრიდული აგრეგატი აქვს და შიდა წვის ძრავა გენერატორის როლს ასრულებს. საბარგულში ტრანსპორტს საფრენი მოდული აქვს განთავსებული და ის ორ ადამიანზეა გათვლილი. მოდულს ვერტიკალურად აფრენა და დაჯდომა შეუძლია და თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით ის არ ჩამოვარდება იმ შემთხვევაშიც კი თუკი რამდენიმე ძრავა ერთდროულად გამოვა მწყობრიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები