LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყატარმა მსოფლიოზე ლუდი აკრძალა

51
Screenshot 2022-11-19 122244

ყატარმა ფიფასგან მოითხოვა სტადიონებიდან სრულად მოაშოროს ლუდი.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 48 საათით ადრე ყატარის მმართველმა ოჯახმა ფიფასგან ლუდის გაყიდვების შეწყვეტა მოითხოვა.

ცნობილია, რომ გულშემატკივრები ვერცერთ თამაშზე ვერ იყიდიან ლუდს, ამტკიცებს The Times.

თუ ლუდის მწარმოებლებს არ მიეცემათ პროდუქტის გაყიდვის საშუალება ან მატჩებზე მისი დემონსტრირება, ამით ფიფა მრავალმილიონიან კონტრაქტს დაარღვევს.

ამჟამად ლუდი ქომაგებისთვის ხელმისაწვდომია დოჰაში არსებულ ფან-ზონებში.

არსებობს ვარაუდი, რომ სტადიონების ვიპ-ლოჟები ერთადერთი ადგილი იქნება, სადაც ალკოჰოლს დაუშვებენ.

ფიფამ დაადასტურა ლუდის გაყიდვის აკრძალვა.

ყატარში, სადაც სახელმწიფო რელიგია ისლამია, ალკოჰოლის მირთმევა საჯარო ადგილებში მკაცრად აკრძალულია. ალკოჰოლი ხელმისაწვდომია მხოლოდ დოჰას ზოგიერთ სასტუმროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები