ყბაყურა ვირუსული ინფექციაა, რომელიც იწვევს სანერწყვე ჯირკვლების გადიდებას. ინფექციამ შეიძლება დააზიანოს სათესლე ჯირკვლები, თავის ტვინი და პანკრეასი, განსაკუთრებით მოზრდილებში. დაავადების სიმპტომები მოიცავს შემცივნებას, თავის ტკივილს, უმადობას, ცხელებას და ავადმყოფობას, რასაც მოჰყვება სანერწყვე ჯირკვლების შესივება ძლიერი ტკივილის ფონზე. ბავშვების უმრავლესობა გამოჯანმრთელდება პრობლემების გარეშე; თუმცა, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მენინგიტი ან ენცეფალიტი;
ყბაყურა ვრცელდება დახველებისას ჰაერში არსებული წვეთების შესუნთქვით ან დაინფიცირებული ნერწყვით დაბინძურებულ ნივთებთან პირდაპირი კონტაქტით. იგი შეიძლება გავრცელდეს მაშინ, როდესაც ერთად გროვდება ხალხი, ვისაც არ აქვს იმუნიტეტი. ყბაყურას ინფექცია ტოვებს სამუდამო იმუნიტეტს. სიმპტომები იწყება დაინფიცირებიდან 14-24 დღეში. ბავშვების უმეტესობას უვითარდება შემცივნება, თავის ტკივილი, უმადობა, ზოგადი სისუსტე, ცხელება და სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება, რაც იწვევს ტკივილს ღეჭვისა და ყლაპვის დროს, ძირითადად მჟავე სითხეების მიღებისას. ჯირკვალი მგრძნობიარეა შეხებისას.
ექიმი ყბაყურას დიაგნოზს სვამს ტიპური სიმპტომების საფუძველზე, ძირითადად ყბაყურას ეპიდემიის დროს. დაავადების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია აცრების დროულად ჩატარება. ყბაყურათი დაავადებული ადამიანი სრულად გამოჯანმრთელდება სათანადო მეთვალყურეობისა და მკურნალობის ფონზე.