LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყლაპვის გაძნელება

110
ყლაპვის გაძნელება

ადამიანი მთელი დღის განმავლობაში ასობით ყლაპვის აქტს ახორციელებს.
ყლაპვის  აქტის განხორციელებაში ორმოცდაათამდე წყვილი კუნთი და ნერვი მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, უამრავ პათოლოგიურ მდგომარეობას შეუძლია, აღნიშნულ პროცესს ხელი შეუშალოს. ყლაპვის გაძნელებას მედიცინის ენაზე დისფაგია ჰქვია. ყლაპვის პროცესი 4 ეტაპისგან შედგება.

პირველი – ორალური მომზადების ეტაპია. მეორე – ამ დროს დაღეჭილი ლუკმა ენის დახმარებით პირის ღრუს უკანა ნაწილისკენ გადაადგილება და ყლაპვა იწყება. მესამე ეტაპზე საკვები ხახასა და საყლაპავში გადაადგილება. ფინალურ ეტაპზე კი საკვები საყლაპავის გავლით კუჭში ჩადის. პირველი და მეორე ეტაპები გარკვეულწილად ნებითი პროცესებია, მესამე და მეოთხე კი უნებლიეთ, ადამიანის ნებისაგან დამოუკიდებლად ხდება.

ყლაპვის დარღვევის დროს შემდეგი სიმპტომები იჩენს თავს: ყლაპვის თანმხლები ტკივილი, საკვების გულზე დადგომის შეგრძნება, გაძლიერებული ნერწყვდენა, გახშირებული გულძმარვა, წონის კლება, ყლაპვის დროს საკვების გადაცდენა და ხველა, ხმის შეცვლა. თუ ყლაპვას საერთოდ ვერ ახერხებთ ან ის სუნთქვაში გიშლით ხელს, ექიმს მიმართეთ. ყლაპვასთან დაკავშირებული სირთულეების გამოწვევა უამრავ დაავადებას თუ პათოლოგიურ მდგომარეობას შეუძლია. ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც დისფაგიის მიზეზის დადგენა ვერც კი ხერხდება.

საყლაპავისმიერ დისფაგიას საკვების გაჩხერის, საყლაპავში გაჭედვის შეგრძნება ახლავს თან. მას იწვევს:

არასრულფასოვანი კვება და დეჰიდრატაცია დისფაგიის ყველაზე გავრცელებული გართულებებია, რადგან ყლაპვის შეუძლებლობის შემთხვევაში ორგანიზმი სათანადო რაოდენობის სითხისა თუ საკვების მიღებას ვერ ახერხებს. საკვების სასუნთქ გზებში გადაცდენისას შესაძლოა ფილტვების ანთება ან ზედა სასუნთქი გზების ინფექცია განვითარდეს. საყლაპავის დაავადებებით გამოწვეული დისფაგიის დროს მნიშვნელოვანია მედიკამენტური მკურნალობა, რეჟიმის დაცვა, დიეტა. ეფექტურია ხახის კუნთებისთვის განკუთვნილი ვარჯიშები და ყლაპვის სწორი ტექნიკის დაუფლება. ყლაპვის უეცარი გაძნელებისგან თავის დასაზღვევად ჭამეთ ნელა და ლუკმა კარგად დაღეჭეთ. სასურველია, მიირთვათ ხშირად და მცირე ულუფებით. ეცადეთ, დაძინებამდე 3 საათით ადრე ივახშმოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები