LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილმა პატიმარმა საკნიდან გამოსვლისთანავე ციხის ავტომობილი მოიპარა

135
Morgan County

აშშ-ში ყოფილმა პატიმარმა ციხიდან გამოსვლისთანავე ახალი დანაშაული ჩაიდინა. ამის შესახებ Corrections1 წერს.

მამაკაცმა, რომლის ვინაობაც არ ზუსტდება, 568 დღე და 17 საათი ალაბამას შტატის ციხეში გაატარა. მას ბრალი ქურდობაში და ასვეე ნარკოტიკის რეალიზაციაში ედებოდა. 7 მარტს მამაკაცი გაათავისუფლეს. გამოსასწორებელი დაწესებულებიდან გამოსვლისთანავე მან ციხის პარკინგიდან Ford Crown Victoria გაიტაცა.

დანაშაულს ციხის ერთ-ერთი თანამშრომელი შეესწრო, ის მანქანას აედევნა და მომხდარის შესახებ პოლიციასაც შეატყობინა. ეჭვმიტანილი განმეორებით დააპატიმრეს და უკან ციხეში მიიყვანეს. მას ბრალი ქურდობაში წარუდგინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები