LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

YouTube ტელეარხების ტრანსლირებას დაიწყებს

50

2016 წლის ბოლოს ან 2017 წლის დასაწყისში (პირველ კვარტალში), ვიდეოჰოსტინგ-საიტი YouTube, რომელსაც კომპანია Google ფლობს, ტელეარხების რეალურ დროში ტრანსლირებას დაიწყებს.

თავდაპირველად აღნიშნული ფუნქცია მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. პარტნიორების სიაში უკვე უამრავი ადგილობრი კაბელური ტელევიზია გამოჩნდა.

ჯერჯერობით, სიაში არაა გაერთიანებული ABC, CBS და ESPN. სავარაუდოდ, პროექტში ჩაერთვება Fox-იცა და NBC-იც, რომლებთანაც ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ასევე თავად YouTube ამზადებს ონლაინ-ტელევიზიას Unplugged, რომელიც YouTube-ის ბაზაზე იქნება მთლიანად აგებული. პოტენციური გამომწერების ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 35 დოლარს.

ინფორმაციის ოფიციალური წყარო ამ ეტაპისთვის არ ადასტურებს, თუმცა სხვადასხვა  სანდო Web გამოცემები სიახლის შესახებ ალაპარაკდნენ. ინფორმაცია გაავრცელა რამდენიმე სააგენტომ, რომლებიც ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით წერენ YouTube-ში ფასიანი TV სერვისის გაერთიანებას.

აშშ-ს გარდა რომელ ქვეყნებში იქნება აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომი, ამ ეტაპზე ცნობილი არაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები