ჯანსაღი ჩვევები ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია. ექსპერტებმა გაგვიზიარეს 13 ჩვევა, რომელიც თქვენი კარგად ყოფნის გარანტია უნდა გახდეს.
კვლევები აჩვენებს, რომ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მცირე თუმცა პოზიტიური ცვლილებებით დროთა განმავლობაში უფრო ბედნიერი და ჯანმრთელი გახდებით. ასე რომ, თუკი თქვენი მიზანი მეტი ენერგია, ნაკლები სტრესი, უკეთესი ძილი და კეთილდღეობაა – ამ სტატიას აუცილებლად უნდა გაეცნოთ.
რა არის ჯანსაღი ჩვევა?
ჯანსაღი ჩვევები ეს არის ყოველდღიური ქცევები, რომელიც დადებითად აისახება თქვენს ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ ჯანმრთელობაზე. ეს ჩვევები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ქრონიკული დაავადებები, გაიუმჯობესოთ ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა.
13 ჩვევა, რომელიც შეგიძლიათ თქვენს ცხოვრებაში დღეიდანვე დანერგოთ.
- წაივარჯიშე
ვარჯიში რომ ჯანმრთელობისთვის გადასარევი რამეა, ეს ყველამ კარგად ვიცით. ვარჯიში სტრესის დაძლევაში, ენერგიების მოზღვავებასა და სასურველი ფორმებიც მიღებაში დაგეხმარებათ. ერთი შეხედვით შესაძლოა რთული იყოს გადატვირთულ განრიგში ფიზიკური აქტივობისთვის დროის გამონახვა, თუმცა თქვენი კეთილდღეობა ყველაფერზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს. - დაბალანსებული კვება
ის თუ რას მიირთმევთ, თქვენს ჯანმრთელობას პირდაპირ განსაზღვრავს. დაბალანსებული დიეტა საჭირო ვიტამინების, მინერალების თუ დანამატების მიღებაში დაგეხმარებათ და თქვენს ყოველდღიურობაზე ნამდვილად პოზიციურად აისახება. - ძილი
ხარისხიანი ძილი ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც კვება თუ ვარჯიში. ძილი ჩვენი სხეულის „შესაკეთებელი“ მექანიზმია. მისი დახმარებით მთელი სისტემა განახლდება და აღარაფერს ვამბობთ იმაზე, თუ როგორ ამაღლებს განწყობას კარგად გამოძინება. - წყალი
სხეულის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია წყალი. საკმარისი სითხის მიღება სხეულს საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებაში ეხმარება, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და გამოდევნის მავნე ტოქსინებს. - შეზღუდე ეკრანთან გატარებული დრო
თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ძალიან ადვილია ეკრანის მავნე ზემოქმედების ქვეშ მოქცევა. გაჯეტების გადამეტებულ მოხმარებას თვალების პრობლემების გამოწვევა, ძილის გაუარესება და შფოთიანობის გაზრდა შეუძლია. ეკრანისგან ხშირ შესვენებას და სხვა აქტივობებით დაკავებას, ისეთს როგორიცაა კითხვა ან დროის სუფთა ჰაერზე გატარება, თქვენი ჯანმრთელობისთვის გამორჩეულად კარგი შედეგების მოტანა შეუძლია. - მეგობრებთან და ოჯახთან სოციალიზაცია
ადამიანებს სოციალური კავშირები სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ. პოზიტიური ურთიერთობების დამყარება მიკუთვნილობის შეგრძნებას ბადებს და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. მეგობრებთან ცოცხალი ურთიერთობების პრიორიტეტად ქცევით თქვენს გონებრივ და ემოციურ კეთილდღეობას გაიუმჯობესებთ.