ბრაზილიელი ფრენბურთელი ლუიზა უნგერერი გამოტყდა, რომ მას „ნანტის“ დაღუპულ ფორვარდ ემილიანო სალასთან რომანი ქონდა.
ინტერვიუში უნგერერმა აცნობა, რომ ფეხბურთელს ავიაკატასტროფამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა. ისინი ბოლოს ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე, გოგონას დაბადების დღეზე შეხვედრილან. ახალგაზრდებმა ერთამანეთი მაშინ გაიცნეს, როდესაც საფრანგეთში თამაშობდნენ.
„ემილიანო ბედნიერი იყო „კარდიფში“ გადასვლით, პრემიერლიგაში თამაში მისი ოცნება იყო. უბრალო ბიჭი იყო დიდი გულით და ცუდი აზრების გარეშე“.
როდესაც სალას სხეული ლა მანშის ფსკერიდან ამოიტანეს, ლუიზამ ინსტაგრამზე დაწერა: „როგორც შენ ყოველთვის მეუბნებოდი – მადლობა, რომ არსებობ. ყოველთვის მეყვარები“.
ლუიზა უნგერერმა ინსტაგრამი ყველასთვის დახურა. მან ასევე გაიკეთა ტატუ ციფრი 9-ით – ფეხბურთელის სათამაშო ნომრით.
ემილიანო სალა ავიაკატასტროფაში 21 იანვარს მოხვდა, ის 2.5-კვირიანი ძებნის შემდეგ, 7 თებერვალს იპოვეს.
სალას არგენტინაში 15 თებერვალს, მშობლიურ ქალაქ პროგრესოში გადაასვენებენ და სავარუდოდ შაბათს დაკრძალავენ.