ყველა დროის ყველგანმავალი – ასე უწოდებენ ავტომოყვარულები ახალ “ტოიოტა პრადოს”. ავტომობილს, რომელიც ბრენდმა ახლახანს საქართველოს ბაზარს წარუდგინა, არა მარტო “ტოიოტას” მოყვარულების, არამედ ყველა ოფროუდერის გაოცება შეუძლია ახალი, უნიკალური ფუნქციებით. განახლებული ვიზუალი, ექსტერიერი, კომფორტული სალონი და უგზოობისთვის განკუთვნილი ფუნქციათა ნაკრები Toyota Land Cruiser Prado-ს შეუცვლელელ ავტომობილად აქცევს, როგორც უგზოობაში, ასევე ქალაქში გადაადგილებისთვის.
ხარისხი, გამძლეობა, სანდოობა – ბრენდისთვის დამახასიათებელ სამივე კომპონენტში პრადომ მწარმოებლების ტესტი წარმატებით ჩააბარა.
ახალი Toyota Land Cruiser Prado ტექნიკური თვალსაზრისით სრულიად ახალ საფეხურზე არის ასული. სალონში განთავსებულია ახალი დიზაინის მქონე
ინსტრუმენტების პანელი, რომელიც 8-დიუმიანი Toyota Touch და „GO“- მულტიმედია სისტემას მოიცავს.
ახალი მულტიმედია სისტემის წყალობით ავტომანქანა მძღოლს გაუვალ ტერიტორიებზე მაქსიმალურად უმარტივებს ძალისხმევას. ქვა-ღორღი, ქვიშნარი, დატბორვა, თოვლი – ჩათვალეთ, რომ თქვენთვის დაბრკოლება არ არსებობს. ავტომობილის გაუმჯობესებული MTS სისტემა და Crawl Control, იატაკქვეშა, წინა და უკანა ხედვის და პანორამული 360 გრადუსიანი ხედვის კამერები უგზოობაში გადაადგილებას უპრობლემოს ხდის. ახალი ავტომობილი განსაკუთრებული მანევრულობითაც გამოირჩევა და მობრუნების მინიმალური წრე მხოლოდ 5, 8 მეტრია. სრულად + ფოტოგალერეა