LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ერთნაირი: აუდი რაღაცას მაიმუნობს

44

Audi-მ აზიაში ერთნაირი VIN-ნომრის მქონე ათასი ავტომობილი გაგზავნა. გერმანულმა ავტომწარმოებელმა გამოუშვა ათასობით ავტომობილი, რომელთაც ერთნაირი საიდენტიფიკაციო ნომერი აქვთ.

გამოცემა “Handelsblatt”-ის ინფორმაციით, აღნიშნული სერია მთლიანად აზიაში გადაიგზავნა და თუ რატომ მოიქცა საწარმო ასე – უცნობია. მსგავსი ნომრების მქონე ავტომობილების შესახებ დოკუმენტაცია გერმანიის პროკურატურამ სრულიად შემთხვევით იპოვა.
გამომძიებლებს უცნაური საქციელის მიზეზების ახსნა ჯერჯერობით უჭირთ და ამიტომ დასკვნების გამოტანისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. თავად Audi-ში კი ყველაფერს უარყოფენ.

რაც შეეხება ე.წ. VIN კოდს, ეს არის უნიკალური 17 სიმბოლოიანი ნომერი, რომელიც ავტომობილს დამზადების პროცესში ენიჭება და გერმანიის კანონის მიხედვით, მისი გამეორება 30 წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეიძლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები