LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა მატჩი მასპინძლებმა მოიგეს

31

გუშინ ღამით უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის ხუთი მატჩი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ხუთივე შეხვედრა მასპინძელი გუნდების გამარჯვებით დასრულდა.

ფეხბურთის გულშემატკივრებმა ორი გამორჩეული შეხვედრა იხილეს.
“მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ კელდებში ბელგიური ”ბრიუგე” მიიღო და 3:1 დაამარცხა. ”წითელი ეშმაკებისთვის” შეხვედრა ცუდად დაიწყო, მაიკლ კერიკმა მე-8 წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, სტუმრები დაწინაურდნენ 0:1. თუმცა ხუთიოდე წუთში ”იუნაიტედის” ახალწვეულმა მემფის დეპაიმ ულამაზესი გოლი გაუტანა მეტოქეს და ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის მიწურულს დეპაიმ დუბლი შეასრულა და მანჩესტერული გრანდი წინ გაიყვანა. მეორე ტაიმიც მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. 80-ე წუთზე ბელგიელთა მცველი მეჩელე მოედნიდან გააძევეს, რამაც სტუმართა ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა. ამით ლუი ვან გაალის შეგირდებმა ისარგებლეს და მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს, დეპაის პასით ფელაინიმ შეაგდო და საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას ”ლაციო”-”ლევერკუზენის “ბაიერი”, რომელიც გუშინდელი დღის ცენტრალურ მატჩად მიიჩნეოდა, რომაელთა გამარჯვებით მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. ”არწივებმა” შეცვლაზე შემოსული კეიტა ბალდეს ერთადერთი გოლით იმარჯვეს, რომელიც მან ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე 77-ე წუთზე გაიტანა.

რაც შეეხება სხვა შეხვედრებს, გთავაზობთ ანგარიშებს:

ასტანა – აპოელი 1:0
ბატე – პარტიზანი 1:0
სპორტინგი – ცსკა 2:1

განმეორებითი შეხვედრები აღნიშნულ კლუბებს შორის 26 აგვისტოს გაიმართება.
დღეს კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დანარჩენი მატჩებია:

ბაზელი – მაკაბი თელ-ავივი
სელტიკი – მალმიო
რაპიდი – შახტარი
შკენდერბიუ – დინამო ზაგრები
ვალენსია – მონაკო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები