ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიული და დაუვიწყარი მატჩი შედგა. „სიტისა“ და „ტოტენჰემის“ დაპირისპირება სამუდამდ ჩაეწერება ფეხბურთის ისტორიაში. გოლები, მოვლენების მოულოდნელი ცვლა, VAR, არნახული დრამა, მსაჯის გაოგნებული გამომეტყველება, როდესაც ვერ მიხვდა ჩაეთვალა თუ არა გოლი, დამარცხებული გუნდის გამარჯვების აღნიშვნა და პირიქით დამარცხებულების მოულოდნელი ზეიმი… სასწაული, რომელიც ბოლოს მაინც „ტოტენჰემის“ მხარეს დადგა.
მანჩესტერ სიტი – ტოტენჰემი 4:3 (0:1)
გოლები: 1:0 სტერლინგი (4), 1:1 სონი (7), 1:2 სონი (10), 2:2 ბერნარდო სილვა (11), 3:2 სტერლინგი (21), 4:2 აგუერო (59), 4:3 ლორენტე (73).
„ტოტენჰემი“ მეშვიდე ინგლისური კლუბია „არსენალის“, „ჩელსის“, „ლიდსის“, “ლივერპულის“, „მანჩესტერ სიტისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემდეგ, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს.
„ტოტენჰემი“ 1961-62 წლების სეზონის შემდეგ, პირველად გავიდა ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში.
ჰეონ-მინ სონს 12 გოლი დაუგროვდა ჩემპიონთა ლიგაზე, რითაც ტურნირის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი აზიელი ფეხბურთელი გახდა. კორეელმა გაუსწრო უზბეკ მაქსიმ შაცკიხს, რომელმაც კიევის „დინამოს“ შემადგენლობაში 11 გოლი გაიტანა.
„ტოტენჰემი“ ლიგის ნახევარფინალში 57 წლის შემდეგ ითამაშებს. ეს სარეკორდო მონაკვეთია.
„ტოტენჰემმა“ პირველ ტაიმში სამი გოლი პირველად გაუშვა 2015 წლის შემდეგ. მაშინ „მამლებს“ სამჯერ „მანჩესტერმა“ შეუგდო.
„სიტიმ“ და „ტოტენჰემმა“ 21-ე წუთსთვის 5 გოლი გაიტანეს. ეს ჩემპიონთა ლიგის რეკორდია.
ჩემპიონთა ლიგის მატჩებში არასოდეს გასულა პირველ 11 წუთში ოთხი გოლი.
2005 წლის შემდეგ, პირველად გავიდა პირველ ტაიმში ხუთი გოლი. 14 წლის წინ, „ჩელსისა“ და „ბარსელონას“ მატჩის პირველ ნახევარში იყო ანგარიში 3:2.
„მანჩესტერ სიტის“ ექვსიდან ექვსი წაგება აქვს ინგლისურ კლუბებთან ევროთასებზე.
გვარდიოლას გუნდები 2011 წლიდან ვერ გადიან ფინალში, 2016-დან კი ნახევარფინალში.
რაჰიმ სტერლინგს 26 ქულა აქვს „გოლი + პასის“ სისტემით „სიტის“ საშინაო მატჩებში. ეს საუკეთესო შედეგია გუნდში.
სტერლინგმა გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე „სიტის“ ყველაზე სწრაფი გოლი.
სერხიო აგუერომ კარიერაში პირველად გაიტანა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფონალში.
მაურისიო პოჩეტინო (“ტოტენჰემის” მწვრთნელი):
“რაც მოხდა, ეს დაუჯერებელია. მე ბედნიერი და ამაყი ვარ. ჩემი ფეხბურთელები გმირები არიან. ძალიან, ძალიან გამახარეს.
როდესაც სტერლინგმა კომპენსირებულ დროში გოლი გაგვიტანა, ჩემს თავში რაღაც დატრიალდა, მაგრამ შემდეგ გოლი არ ჩათვალეს. აი, ამისათვის გვიყვარს ფეხბურთი.
დღეს ჩვენი მტკიცე ხასიათი ვაჩვენეთ. ენითაუწერელი თამაში იყო”.
პეპ გვარდიოლა („სიტის“ მწვრთნელი“):
“ეს სასტიკია, მაგრამ რაც არის, ეგ არის. 20 წუთის შემდეგ 3:2-ს ვიგებდით. მეორე ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით და გოლები გავიტანეთ. “ტოტენჰემს” გამარჯვებას და ნახევარფინალში გასვლას ვულოცავ.
ვიდეოგამეორებას მხარს ვუჭერ, თუმცა შესაძლოა, გოლის გატანისას ლორენტემ ხელით ითამაშა. სტერლინგის გაუქმებული გოლი? განმეორებით ვნახე. გადაწყვიტეს, რომ თამაშგარე მდგომარეობა იყო.
ბოლომდე ვიბრძოლეთ. დაუჯერებელია, რასაც უკანასკნელ ორ სეზონში მივაღწიეთ”.
ვერტონგენი სტერლინგის არჩათვლილ გოლზე: „ყველანი უბრალოდ დავეცით მოედანზე. მაგრამ VAR-მა უცებ გვიხსნა“.
ჰარი კეინი: „მიყვარხართ ბიჭებო“.
„ტოტენჰემმა“ ტვიტერზე გამოკითხვა ჩაუშვა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად.
პასუხის ვარიანტები: ყველა, ყველა, ყველა…
დღის მეორე ნახევარფინალისტი კი ბევრად მარტივად გაირკვა, „ლივერპულმა“ სტუმრად კიდევ ერთხელ მოუგო „პორტოს“ და უპრობლემოდ გავიდა მომდევნო ეტაპზე.
პორტო – ლივერპული 1:4 (0:2)
გოლები: 0:1 მანე (26), 0:2 სალაჰი (65), 1:2 მილიტაო (69), 1:3 ფირმინიო (77), 1:4 ვან დეიკი (84).
„ლივერპული“ ზედიზედ მეორე სეზონია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.
ფირმინიომ გაიტანა მე-14 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე/ თასზე „ლივერპულის“ შემადგენლობაში და დაეწია სალაჰს, მანეს და რაშს. უფრო მეტი მხოლოდ ჯერარდს აქვს.
იგივე გააკეთა სალაჰმაც, მანაც მე-14 გოლი გაიტანა „ლივერპულის“ მაისურით.
ნახევარფინალური წყვილები:
ტოტენჰემი – აიაქსი
ბარსელონა – ლივერპული
მატჩები გაიმართება 30 აპრილს, 1 მაისს და 7 და 8 მაისს.