LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში ახალი ავტომანქანები შემოვიდეს – კახა კალაძე

82

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომა ეკოლოგიური მდგომარეობის განხილვით დაიწყო. კალაძე პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით აუცილებელია, ქვეყანაში საწვავის მიმართულებით გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.

„რაც შეიძლება მალე არის მისაღები ეს ცვლილება, რომ საქართველოში შემოვიდეს მაღალი ხარისხის საწვავი. განსაკუთრებით საუბარია დიზელის მიმართულებაზე. ამასთან, რასაკვირველია, უნდა შეიზღუდოს დაბალი სტანდარტების ავტომობილების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და პირიქით – მგონია, უნდა წავახალისოთ ახალი ავტომობილების შემოყვანა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ ასევე, ისაუბრა ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზე და აღნიშნა, რომ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში ახალი ავტომანქანები შემოვიდეს.

„ელექტრომობილებზე საერთოდ მოხსნილია ყველანაირი შეზღუდვა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს. ასევე, ჰიბრიდებზე არის გარკვეული შეღავათები, თუმცა ქვეყანაში ჯერჯერობით შემოდის ძველი ჰიბრიდული ავტომობილები, რომლებიც, მე მგონია, რომ ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარემოსთვის. ეს არის ავტომობილები, რომლის გაყიდვას ახდენენ სხვა ქვეყნებში იმიტომ, რომ არის მოძველებული. ბატარეა, რაზეც ჰიბრიდული ავტომობილი მუშაობს, საქართველოში ასეთი აკუმულატორების უტილიზაცია არ ხდება. ხსირია შემთხვევები, როდესაც ხდება მისი გადაყრა და ეს კიდევ ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს გარემოსთვის, ჯანმრთელობისთვის, შეიძლება ითქვას, გაცილებით სერიოზული პრობლემაა, ვიდრე დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილები,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები