LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი წესრიგშია: ახალი სერვისი, რომელიც ავტომფლობელებს სჭირდებათ

77
IMG_0564

GPI ჰოლდინგს სადაზღვევო ბაზარზე ახალი სერვისი შემოაქვს ავტომფლობელებისთვის. ამ და ავტოდაზღვევის სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ “ავტორადიოს” ესტუმრა GPI ჰოლდინგის მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი თამთა ყიფიანი და ასევე პროფესიონალი ავტომრბოლელი მერი გვასალია, რომელმაც გარკვეულ რჩევებს აძლევს მძღოლებს.

რას ნიშნავს სერვისი „ყველაფერი წესრიგშია“?

„ყველაფერი წესრიგშია“ – ეხებათ იმ ავტომფლობელებს, რომლებსაც მანქანა GPI-ში ჰყავთ დაზღვეული. ეს არის ახალი სერვისი, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს.
ჩვენ ჩავატარეთ საკმაოდ სიღრმისეული კვლევა, რათა გაგვეგო რა სახის დახმარებას ელიან ადამიანები სადაზღვევოსგან და დავადგინეთ, რომ გარდა ზარალის ანაზღაურებისა, ადამიანებს სერვისში ანუ ავტომობილის შეკეთების პროცესშიც სჭირდებათ დახმარება. იქნება ეს სერვის ცენტრის შერჩევა თუ შემდეგ მეთვალყურეობა თუ როგორ მიდის შეკეთების პროცესი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შევქმენით გარანტიების სისტემა, რაც ჩვენთან დაზღვეულ ადამიანებს აძლევს გარანტიას, რომ ავტომანქანა შეკეთდება ხარისხიანად და დროულად.
პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: GPI-ს უკვე ჰყავს ავტორიზებული სერვის ცენტრები, სადაც ხარისხიანად აკეთებენ მანქანებს და კარგად ემსახურებიან ჩვენს კლიენტებს. ამ სერვის ცენტრებში გვყავს ჩვენი ასისტენტი, პერსონალური ავტოასისტენტი, რომელიც მანქანის შეკეთების მთელ პროცესს მეთვალყურეობს. თუკი დაზღვეულს ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვა, მას მომენტალურად მიემაგრება ავტოასისტენტი, რომელიც პასუხისმგებელია მის ავტომობილზე.
ავტომფლობელს ვუგზავნით წერილს, სადაც ზუსტადაა გაწერილი თუ სად შეუკეთებენ მანქანას, რომ თანხა, რომელსაც ავუნაზღაურებთ ზუსტად ეყოფა და ვადებიც მკაცრად იქნება დაცული. ბუნებრივია, გვაქვს ხარისხის გარანტია და ჩვენი კლიენტი კმაყოფილი დარჩება საბოლოო შედეგით.

ზოგადად, რა ტიპის სერვისებს გვთავაზობს GPI ჰოლდინგი?

GPI-ს აქვს ავტოდაზღვევის რამდენიმე პაკეტი და ყველას თავისი საჭიროებების მიხედვით შეუძლია სასურველის არჩევა. ასევე გვაქვს მობილური აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც ადამიანებს ერთ დღეში ავუნაზღაურებთ ზარალს. აპლიკაციის მომხმარებლებს შეუძლიათ გადაუღონ მანქანის დაზიანებას ფოტო, ატვირთონ აპლიკაციაში და თუკი ზარალის თანხა 1500 ლარამდეა, მიიღონ ის ერთ სამუშაო დღეში. გარდა ამისა, გვაქვს მანქანის სრული დაზღვევა და ზარალის ანაზღაურების ვადები ფიქსირებულია. მომსახურების ხარისხი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენს კომპანიას ირჩევენ მომხმარებლები.

მერი, დაცული რომ იყოს მანქანა, რა არის ამისთვის საჭირო?

წესრიგი რომ იყოს მანქანაში, ამისთვის საჭიროა დროული სერვისი და მოვლა. ყველა მძღოლმა უნდა გაითავისოს, რომ როდესაც მანქანას რაიმე პრობლემა აქვს, რეაგირება მაქსიმალურად სწრაფი უნდა იყოს, რათა ეს უფრო სერიოზულ გაუმართაობაში არ გადაიზარდოს. რაც ბუნებრივია, ფინანსებზეც აისახება. დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხიან სერვისსაც.

თამთა, უფრო ხშირად რა წუხილით მოდიან ავტომფლობელები?

პირველ ადგილზეა ავტოსაგზაო შემთხვევა. ხშირია, როგორც საკუთარი, ასევე მესამე პირის ბრალეულობაც. მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო უნდა გახდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი სხვა ადამიანს დაუზიანებთ ნივთს ან მანქანას, ზარალის ანაზღაურების გარანტორი სადაზღვევო იქნება. ავტოსაგზაო სისტემის უსაფრთხოებისა და გამართულად მუშაობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დაზღვევაა.

დაზღვევის გამოყენების მხრივ აქვს თუ არა მნიშვნელობა სეზონებს?

როგორც წესი, ზამთარში უფრო ხშირია ავტო საგზაო შემთხვევები. სამწუხაროდ, ეს ხდება იმიტომ რომ ავტომობილის მართვას საფუძვლიანად არ სწავლობენ. მოკლე დროში ცდილობენ მართვის მოწმობის აღებას. მართვის მოწმობის აღება არ ნიშნავს იმას, რომ უკვე იცი მანქანის მართვა და საჭიროა მეტი პრაქტიკა.

რა ხდება მაშინ, როცა საქმე გაუფრთხილებლობასთან არ გვაქვს. პირობითად, ვიღაც მრბოლელი ისეთ ადგილას დაეჯახა მანქანას, სადაც მაღალი სიჩქარით არ უნდა ევლო, მაგალითად, სადმე საცობში…

დაზღვევა, ბრალეულობის მიუხედავად, აანაზღაურებს როგორც მის, ასევე მესამე პირის ზარალსაც. ბუნებრივია, თუკი მხოლოდ მესამე პირის დაზღვევა აქვს შეძენილი, მხოლოდ მესამე პირს აუნაზღაურებს, თუმცა თუკი საკუთარი მანქანის დაზღვევაც აქვს – ბრალეულობის მიუხედავად მის მანქანასაც გავაკეთებთ.

მერი, რას ურჩევთ მსმენელს, როგორ მოამზადოს ავტომობილი ზამთრისთვის?

ზამთარში განსაკუთრებული მომზადება არ არის საჭირო. რა თქმა უნდა, აუცილებელია ანტიფრიზი, რათა დაიცვას ძრავა გაყინვისგან. მნიშვნელოვანია ზამთრის საბურავებიც, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დიდი ყინვა და თოვლი არ იცის ხოლმე. დავამატებდი იმას, რომ წვიმიან და თოვლიან ამინდში დიდი საცობების მიზეზი ისევ გამოუცდელი მძღოლია, რომელიც ძალიან აფერხებს მოძრაობას.

საინტერესოა სტატისტიკა, არის თუ არა საქართველოში ავტოდაზღვევის კულტურა?

ბოლო წლების განმავლობაში ავტოდაზღვევით მოსარგებლე ადამიანების რიცხვი თითქმის არ შეცვლილა და მთლიანი ავტომფლობელების 7%-ს შეადგენს. სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი და რადიკალური ზრდა არ გვაქვს. ჩვენი აქტივობებით ძალიან ვცდილობთ, რომ ავტოდაზღვევის კულტურა გაიზარდოს, რადგან ეს აუცილებელი ფინანსური დაცვაა.

როგორია დღეს საქართველოში ავტოპარკი?

საქართველოს ავტოპარკი ძირითადად მაინც 10 წელზე უფროსი მანქანებისგან შედგება, თუმცა არის რა თქმა უნდა, ახალი მოდელებიც. ახალი მანქანის სერვისი გაცილებით მეტ ფინანსებს მოითხოვს, ამიტომ ახალ მანქანებს უფრო მეტად სჭირდებათ იყვნენ დაზღვეულები. ჩვენთან ძალიან დემოკრატიული ტარიფებია და ყველა ადამიანს საკუთარი საჭიროებების მიხედვით შეუძლია სასურველი ტარიფის მორგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები