LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ჩრდილოეთიდან ყველაზე სამხრეთ პაბამდე მსოფლიოში

134

ბრიტანული პლიმუნტის მაცხოვრებელმა ბენ კუმბსმა თავისი 20 წლის TVR Chimaera-თი მსოფლიოს ყველაზე სამხრეთ პაბიდან ყველაზე ჩრდილოეთ პაბამდე იმგზავრა. მოგზაურობა, რომელმაც 24 ქვეყანა მოიცვა, შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროში, კუმბსმა 37 800 კილომეტრი გაიარა.

საწყისი წერტილი სასტუმრო „ტიტაში“ მდებარე ბარი გახდა, რომელიც კუნძულ შპიცბერგენზე, ყოფილ რუსულ საშახტო დასახლება პირამიდაში მდებარეობს. ის ჩრდილოეთ პოლუსიდან 1126 კილომეტრით არის დაშორებული. აქედან კუმბსი სკანდინავიის სანაპიროთი დიდ ბრიტანეთში გაემართა. ინგლისში ჩასვლისას სპორტქარი გემით ნიუ-იორკში გაემგზავრა. ამის შემდეგ კუმბსმა შტატები გადალახა და კალიფორნიიდან მარშრუტის საფინალო წერტილისკენ, ჩილეს ყველაზე სამხრეთი დაბოლოებისკენ წავიდა. აღსანიშნავია, რომ მთელი მგზავრობის განმავლობაში, მხოლოდ ერთი სერიოზული პრობლემა წარმოიქმნა – TVR Chimaera-ს გადაბმულობა გამოუცვალეს.

საინტერესოა, რომ კუმბსისთვის ეს მგზავრობა პირველი არ არის. წინათ მან აფრიკა კლასიკური Porsche-თი გადალახა, ხოლო აზია Chevrolet Corvette-ით.

TVR Chimaera – როდსტერია, რომელიც 1992-2003 წლებში გამოდიოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები