LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ცნობილი სპორტული ავტომობილები ერთ ვიდეოში (video)

70

შვეიცარიულმა კომპანია Kidston-მა, რომელიც კლასიკური ავტომობილების გაყიდვით არის დაკავებული, მოკლემეტრაჟიანი რგოლი გადაიღო. ვიდეოში ყველაზე ცნობილი სპორტული ავტომობილები მონაწილეობენ. ხუთ წუთიან ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: Ferrari Testarossa, Lamborghini Countach, Aston Martin Vantage და Yellowbird, რომელიც გერმანული კომპანიის RUF-ის მიერ არის აწყობილი და ის 1980-იან წლებში მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ავტომობილად მიიჩნეოდა.

რგოლში კომპანია ლამბორგინის ყოფილი ტესტ-პილოტი ვალენტინო ბალბონი და შტეფან როზერი ჩანან რომელმაც 1980-იან წლებში ნიურბურგრინგის „ჩრდილოეთის კუთხე“ სუპერქარ Yellowbird-ით რვა წუთსა და 5 წამში დაფარა. Yellowbird 342 კილომეტრ/საათით აჩქარდა და ის იმ დროისთვის ყველაზე სწრაფი ავტომობილი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები