ყველაზე ძვირადღირებული Buick Regal TourX 43 795 დოლარად შეაფასეს. General Motors-ის ბრენდმა Buick თავისი ახალი უნივერსალის ღირებულება გაამხილა. მოდელი, რომელიც ყველა თანამედროვე მახასიათებლითაა აღჭურვილი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ამერიკულ ბაზარზე გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ ავტომოყვარულებს სასურველი ფერის შერჩევა ინდივიდუალურად შეეძლებათ და Darkmoon Blue Metallic-ის, Ebony Twilight Metallic-ის, Quicksilver Metallic-ის, Rioja Red Metallic-ისა და Copoked Pearl Metallic-ის მოთხოვნის შემთხვევაში დამატებით – 395 დოლარის გადახდა მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ დამატებით 1 180 დოლარის ჩარიცხვით Buick Regal TourX-ის მფლობელი უსაფრთხოების სისტემის პაკეტსაც მიიღებს. პაკეტი კი დამატებით კონტროლს, ექსტრემალური გაჩერების სისტემას და ახლო-მახლო მოძრაობის კონტროლს აერთიანებს.

