უცნობმა მყიდველმა ავტომობილის ნომერში 15 მილიონი დოლარი გადაიხადა. აუქციონზე, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ტარდებოდა, გასაყიდად გამოიტანეს ნიშანი, რომელიც ასო – “P”-ს და ციფრ „7“-ს მოიცავდა. ვაჭრობის ფარგლებში უნიკალურ ნომერში 55 მილიონი დირჰამი გადაიხადეს. შემოსულ თანხას ორგანიზატორები მთლიანად ქველმოქმედებას მოახმარენ.
15 მილიონი დოლარი გახდა რეკორდული საფასური, რომელიც ავტომობილის სანომრე ნიშანში ოდესმე გადაუხდიათ.
აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი არაბ ბიზნესმენს აბდულა გაფარ ჰოურის ეკუთვნოდა, მან 2008 წელს სარეგისტრაციო ნიშანში ციფრით „1“ – 52,2 მილიონი დირჰამი გადაიხადა.