LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ნომერი ჩვეულებრივ Tesla-ს დაუყენეს

167
tesla

ავტომობილის ნომერი „P7“ – რომლის ღირებულებაც 15 მილიონი დოლარია, Tesla Model X Plaid-ზე შეამჩნიეს. უნიკალური ნიშანი დუბაის საქველმოქმედო აუქციონზე აპრილის შუა რიცხვებში გაიყიდა. თუ ვინ გახდა ძვირადღირებული ლოტის მფლობელი ამ დრომდე უცნობია. ამასთან, ყველას ჰქონდა მოლოდინი რომ ძვირადღირებულ ნომერს რომელიმე მდიდრულ სუპერქარზე ან პრემიუმ ავტომობილზე დაამონტაჟებდნენ. არადა ამ ნომერმა თავისი ადგილი სერიული „ტესლას“ ბამპერზე იპოვა.

ამერიკული ავტომობილის ღირებულება საამიროებში 125 000 დოლარია. რაც იმას ნიშნავს, რომ სარეგისტრაციო ნიშანი მყიდველს 120-ჯერ უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე თავად მანქანა. ამასთან, გაურკვეველია, თუ რატომ გადაწყვიტა მეპატრონემ ამ ნომრის სერიულ „ტესლაზე“ დამონტაჟება. თუკი ნომრის ღირებულებას გავითვალისწინებთ, მის მფლობელს ალბათ ნებისმიერი სასურველი სატრანსპორტო საშუალების შეძენა შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები