LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ერთგული და ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშნები

381

ასტროლოგებმა დაადგინეს, რომ ხასიათის პერსონალური თავისებურებებიდან გამომდინარე, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლები უფრო ხშირად ატყუებენ და ღალატობენ საყვარელ ადამიანებს, ვიდრე სხვები. რაც მთავარია, ყოველ მათგანს თავისი მიზეზი აქვს. გთავაზობთ რამდენიმე ”კოსმოსურ სამხილს”, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ უკეთ ორიენტაციაში პარტნიორის შერჩევისას.

 

 

 

 

ვერძი

ვერძი რთული ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც ერთის მხრივ არასდროს ისვრის სიტყვებს ჰაერში და ყოველთვის ასრულებს თავის პირობას, მეორეს მხრივ კი – ადვილად მიდის ნებისმიერ რისკსა და ავანტიურაზე. თუ ენერგიული ვერძი მიუხედავად ყველაფრისა მაინც გადაწყვეტს მოტყუებას, ე.ი. მას არ ჰყოფნის ემოციები და დინამიკა. ვერძი ძალიან აქტიურია და თუ პარტნიორი ვერ შეძლებს შეთავაზებული რიტმის გაზიარებას, მაშინ ის მარტო აგრძელებს წინსვლას. გარდა ამისა, მას საკმაოდ სერიოზული ეგო აქვს, რომელსაც მუდმივი ყურადღება და შექება სჭირდება. თუ  თქვენ პარტნიორად ვერძს აირჩიევთ, რეგულარულად მოგიწევთ უმტკოცოთ ფიზიკური ერთგულება და ყველაფერი უნდა გააკეთოთ, მასზე მუდმივად შთბეჭდილების მოსახდენად.

კურო

კურო ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ცხოვრების თანამგზავრია. თუ ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს ერთხელ შეუყვარდა, მაშინ ეს სამუდამო სიყვარული იქნება. მას სერიოზულად სჯერა ”მარადიული სიყვარულის” და ”ქორწინების ფიცის”. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ყველა  ზღაპრული პრინცი სწორედ კუროს ნიშნით დაიბადა. ერთადერთი, რაც კუროს ღალატისკენ უბიძგებს – ეს ეჭვიანობაა. თუ მან გადაწყვიტა, რომ პარტნიორი ღალატობს, ის აუცილებლად აიღებს რევანშს, რაზეც არასდროს წავიდოდა მანამდე. იზრუნეთ და უერთგულეთ კუროს ფიზიკურ და ემოციონალურ დონეზე და დარწმუნებული იყავით, რომ ის არასდროს გიღალატებთ.  

ტყუპები

ფრთხილად იყავით, რადგან ტყუპები არასაიმედო და საკმაოდ ანგარებიანი პარტნიორები არიან, რომლებსაც ყველაფრის კარგად გათვლა ეხერხებათ. ორივე თვისება მუდმივად აიძულებს ტყუპებს აჰყვეს ვნებებს, რომლის წინაშეც ის პრაქტიკულად ყოველთვის უძლურია. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ხშირად სჭირდებათ ”ინტელექტუალური სტიმულაცია”, რადგან მათთვის პირველ რიგში პარტნიორთან საუბარია  საინტერესო. ფლირტის მოთხოვნილებას ტყუპები როგორც წესი გაცნობის საიტების, სოციალური ქსელისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით იკმაყოფილებენ. თუმცა, იშვიათად გადადიან ვირტუალური სივრციდან რეალურ სამყაროში. თუ შეძლებთ და რეგულარულად დააკმაყოფილებთ ტყუპების სექსუალურ და მენტალურ ინტერესებს, დარწმუნებული იყავით, რომ ის არასდროს მიგატოვებთ.

კირჩხიბი

კირჩხიბი ზოდიაქოს კიდევ ერთი ნიშანია, რომელიც ნაკლებად იმსახურებს ნდობას. მისთვის ღალატის მიზეზად მეოცნებე ხასიათი და წვრილმანებზე ყურადღების ზედმეტი გამახვილება შეიძლება იქცეს. კირჩხიბმა თვითონაც არ იცის, რა უნდა ცხოვრებისგან, თუმცა გამუდმებით მოითხოვს ყურადღებას გარშემომყოფებისგან. კირჩხიბს პრობლემები აქვს საკუთარ თავთანაც, ამიტომ ღალატი მისთვის თვითშეფასების ამაღლების სასოწარკვეთილი მცდელობაა. მეტიც, ის ყოველთვის ახერხებს ბრალი დასდოს პარტნიორს ტყუილში და არასდროს აღიაროს საკუთარი დანაშაული. თუ კირჩხიბი გრძნობს რომ თქვენ ის გჭირდებათ, მაშინ არც ღალატზე იფიქრებს.

ლომი

ერთი შეხედვით ამაყი და თვითდაჯერებული ლომი – ალფა-მამრია, რომელიც მზადაა ხელთათმანებივით იცვალოს პარტნიორები. სინამდვილეში, ეს ასე არაა. მართლია, ის ხშირად ვერ უმკლავდება საპირისპირო სქესის სილამაზეს და მომხიბლელობას, თუმცა ყოველთვის საკუთარი ”დედოფლის” ერთგული რჩება. ლომი იმდენად პრინციპულია, რომ თითქმის არასდროს ღალატობს, რაც მას ძალიან საიმედო პარტნიორად აქცევს. მხოლოდ ერთი ნიუანსია – არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოთ მასზე უკეთესი, მდიდარი, წარმატებული ან ნიჭიერი, თორემ ამაყი ლომი თვითდამკვიდრებას სხვასთან ურთიერთობაში ეცდება. ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცთა კიდევ ერთი სისუსტე ასაკია – თუ ის მაინც გადაწყვეტს ღალატს, მაშინ აუცილებლად ბევრად ახალგაზრდა ქალბატონთან.   

ქალწული

ქალწულის ნდობა უსაფრთხოა. ამ ნიშნის მამაკაცს რთული ხასიათი აქვს – უყვარს მარტოობაა, მუდამ თვითანალიზითაა დაკავებული და ყოველთვის მშვიდი, გაწონასწორებული ცხოვრებისკენ ისწრაფის. ქალწულს მოსწონს, როცა ის არა დამსახურებებისთვის, არამედ უბრალოდ ისე უყვართ. დარწმუნებული იყავით, რომ თუ ქალწულმა ცხოვრების თანამგზავრად აგირჩიათ, ეს გადაწყვეტილება მან ხანგრძლივი ფიქრის და ყველაფრის კარგად გაანალიზების შემდეგ მიიღო. ზოდიაქოს ამ ნიშნის კიდევ ერთი თავისებურებაა – გადაჭარბებული აკურატულობა. მათ შორის შემთხვევით სექსუალურ პარტნიორებთან ურთიერთობაშიც. ამიტომ, თუ ის ოდესმე გადადგამს საბედისწერო ნაბიჯს და წავა ღალატზე, ეს არა დაუფიქრებელი და თავქარიანი გადაწყვეტილება  იქნება, არამედ სერიოზული წყენის შედეგი.

სასწორი

სასწორი ყველაზე დაბალანსებული და სამართლიანი ზოდიაქოს ნიშანია. ერთის მხრივ მამაკაც-სასწორს უყვარს სტაბილურობა, სერიოზულად ეკიდება ყველა მოვალეობას და როგორც წესი არასდროს იტყუება. მეორეს მხრივ კი, მისთვის არაა უცხო თავგადასავლები, ამიტომ ხშირად ებმება სიტუაციებში, როცა ფლირტი ბევრად უფრო სერიოზულ ურთიერთობაში გადადის. თუ შეძლებთ და თქვენი პარტნიორისთვის არა მარტო საყვარელი, არამედ მეგობარიც გახდებით, ეს ძალიან წაადგება თქვენს ურთიერთობას. სასწორს არ შეუძლია საკუთარი გრძნობების დამალვა, ამიტომ თუ გიღალატებთ, დარწმუნებული იყავით, რომ თვითონვე აღიარებს ყველაფერს.  

მორიელი

ერთ-ერთი ყველაზე ვნებიანი, თუმცა არასაიმედო საყვარელია. ეს სწორედ ის შემთხვევაა, რომელიც ღალატზე მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მიდის. მორიელის ერთგულების მოპოვება მხოლოდ ხშირი და მრავალფეროვანი სექსუალური ურთიერთობებით შეიძლება. ამ შემთხვევაში გაუმაძღარი მორიელი სამაგალითოდ ერთგული იქნება და დიდი ხნით შეყოვნდება თქვენთან.

მშვილდოსანი

ვერძისა და ლომის მსგავსად, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელ მშვილდოსანს მუდმივად ჭირდება აქტიური მოქმედება და თავგადასავლები. თუ თქვენ იზიარებთ მშვილდოსნის ავანტურისტულ მისწრაფებებს და არ შეზღუდავთ მის თავისუფლებას, ის ძალიან ერთგული პარტნიორი გახდება. მშვილდოსანი ყოველთვის მზადაა გაჩუქოთ საკუთარი ყურადღება, თუმცა კატეგორიულად არ სჯერა სიყვარულის, იშვიათად ეჩვევა ვინმეს მთელი გულით და თუ მაინც უკავშირებს საკუთარ ბედს სხვას, მხოლოდ იმიტომ რომ, დრო მოვიდა და ასეა საჭირო. იმ შემთხვევაში თუ მშვილდოსანს ზედმეტად გაიტაცებს ფლირტი, ეს შეიძლება საკმაოდ დიდი უსიამოვნებებით დამთავრდეს მისთვის.  

თხის რქა

თხის რქა ის პარტნიორია, რომელსაც 100 %-ით შეგიძლიათ ენდოთ. მშვიდი და გაწონაწსორებული თხის რქა იმდენად დისციპლინირებულია, რომ რაც არ უნდა დიდი იყოს ცდუნება, ის მაინც ყოველთვის დროულად შეძლებს გაჩერებას. თხის რქა ყოველთვის პატივისცემას და მისით აღფრთოვანებას მოითხოვს, მუდმივად ჭირდება შეხსენება, რომ ის განსაკუთრებული და შეუცვლელია თქვენთვის. ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის ღალატი ბუნებრივი ანომალიის ტოლფასია. მას ურჩევნია გაწყვიტოს ურთიერთობა, ვიდრე წავიდეს ტყუილზე.

მერწყული

ზოდიაქოს ნიშნებს შორის მერწყული ყველაზე ცვალებადი და ხშირად ამოუხსნელია. მისი სურვილები ძალიან სწრაფად იცვლება და ვერასდროს გაიგებთ, რას უნდა ელოდოთ მისგან. გარდა ამისა, ძალიან ადვილია მერწყული-მამაკაცის გატაცება, რადგან მას არ უყვარს დაფიქრება და არასდროს შეაქვს ეჭვი სხვების მოქმედებაში. სწორედ ეს თვისება აქცევს მას ნაკლებად საიმედო პარტნიორად. მას შუეძლია წავიდეს სასიყვარულო ავანტიურაზე და ამას ჩვეულებრივი ყოველდღიურობა უწოდოს.   

თევზები

თევზების ნიშნით დაბადებულები მდიდარი წარმოსახვის ფანტაზიორები არიან. ისინი საკმაოდ ერგული პარტნიორები არიან, რომელთაც ყველა ურთიერთობაში რომანტიკა შეაქვთ. თევზებს ძალიან უყვართ საჩუქრების და სიურპრიზების კეთება და მუდმივად ცდილობენ თქვენს გაკვირვებას. ერთადერთი, რამაც მათ ერთგულებაზე შეიძლება ათქმევინოს უარი – გაწონასწორებული ოჯახური ცხოვრებაა, რაც თევზებს ზედმეტად მოსაწყენად ეჩვენებათ და თუ ჰორიზონტზე მოულოდნელი მაგიური სასიყვარულო ნიშანი გამოჩნდა, თავისუფლად  მოექცევიან მისი გავლენის ქვეშ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები