LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი პირველად ისტორიაში ელექტროქარია

130
tesla

Tesla Model Y-იმ Toyota Corolla-ს მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის ტიტული ჩამოართვა. 2023 წლის პირველ ნახევარში ამერიკული ელექტრომობილი 267,2 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა და ორ მსოფლიო ბესტსელერს – Toyota Corolla-ს ( 256,4 ათასი) და RAV4-ს (214,7 ათასი) გადაუსწრო. ეს კი ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი არა ტრადიციული აგრეგატის მქონე, არამედ ელექტრონული ძრავითაა.

უნდა აღინიშნოს, რომ გაყიდვების შესახებ ინფორმაციას სააგენტო JAto Dynamics ავრცელებს და თავად ავტომწარმოებლებს ის ჯერ არ დაუდასტურებიათ. საქმე ისაა, რომ „ტესლა“ კონკრეტული მოდელის რეალიზების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს და მხოლოდ ისაა ცნობილი რომ 2023 წლის იანვარი-მარტის პერიოდში 400 ათასი Model Y და Model 3 გამოიყვანა ქარხნებიდან. ამასთან, გლობალურ რეიტინგში გაყიდვების მაჩვენებლით Tesla მე-19 ადგილს იკავებს და ლიდერთა სამეულში არიან Volkswagen, Toyota და General Motors.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები