LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე გულუხვი ტურისტები ჩინელები არიან

18

ყველაზე გულუხვი ტურისტები ჩინელები არიან. საერთაშორისო ტურისტულმა ორგანიზაცია UNWTO-მ 2016 წელი შეაჯამა და იმ მოგზაურთა რეიტინგიც შეადგინა, ვინც საზღვარგარეთ ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს. ჩინელები კი ამ მხრივ უდაო ლიდერები არიან, მათ გასულ წელს 261 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს. ეს კი 2015 წელთან შედარებით 12%-ით უფრო მეტია. გულუხვთა მეორე ადგილს ამერიკელები იკავებენ და მათი დანახარჯი 122 მილიარდი დოლარი იყო. ლიდერთა სამეულს 81 მილიარდით გერმანია ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ასევე დიდი ბრიტანეთი (64 მილიარდი დოლარი), და საფრანგეთიც (41 მილიარდი) მოხვდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები