დედამიწაზე არის უამრავი ადგილი, სადაც სუსტი გულის მქონე ადამიანები ვერასდროს გაჩერდებიან და მათ მოსანახულებლად დიდი სიმამაცეა საჭირო. პორტალი “Bright Side” სწორედ ასეთი ადგილებით დაინტერესდა და ყველაზე საშიშების რეიტინგიც შეადგინა.
პირველ ადგილს პრაღაში მდებარე ებრაელების ძველი სასაფლაო იკავებს. იქ მიცვალებულებს მე-15, მე-16 საუკუნეებში ასაფლავებდნენ და საკმაოდ პატარა ტერიტორიაზე 100 000-მდე ადამიანია დაკრძალული. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ საფლავთა უმრავლესობაში ერთდროულად 5-10 მიცვალებული განისვენებს.
საშიშთა შორის მოხვდა ასევე მექსიკაში მდებარე თოჯინების კუნძული. ლეგენდის მიხედვით, იქ პატარა გოგონა დაიღუპა და ათასობით თოჯინაც მისი სულის დასამშვიდებლად მიიტანეს. დროთა განმავლობაში ეს ტრადიციად იქცა და კუნძული ძველი თოჯინების სამყოფელად გადაიქცა.
ლიდერთა სამეულს იაპონია და ჰაშიმას კუნძული ასრულებს. ცნობილი „სულების ქალაქი“ ერთ დროს წარმატებული სამრეწველო დასახლება იყო, თუმცა 1974 წელს ის ყველამ მიატოვა, რამაც იქაურობა საშინელებათა ფილმის სცენას დაამსგავსა.