ლეო მესი ტოპ 5 ლიგაში ბოლო 13 წლის განმავლობაში საუკეთესო დრიბლიორია. რონალდოს 1064 მოტყუებით ნაკლები აქვს.
„ბარსელონას“ ლიდერმა მოწინააღმდეგე 1880-ჯერ მოატყუა და 57.3% წარმატებული მცდელობა ქონდა.
2006/07 წლებიდან მოყოლებული კომპანია Opta-მ დაიწყო დრიბლინგის სტატისტიკის დაფიქსირება. მესი წამყვან ევროპულ ლიგებში საუკეთესო აღმოჩნდა.
სამეულში შევიდნენ „რეალის“ ბელგიელი ნახევარმცველი ედენ აზარი და „ფიორენტინას ფრანგი ჰავბეკი ფრანკ რიბერი.
ტოპ 10 დრიბლიორი ტოპ 5 ლიგაში:
1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 1880 მოტყუება, 57,2% წარმატებული ცდა
2. ედენ აზარი (რეალი) – 1220, 57,1%
3. ფრანკ რიბერი (ფიორენტინა) – 939, 47,9%
4. სერხიო აგუერო (სიტი) – 832, 46,6%
5. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) – 816, 44%
6. ხოაკინი (ბეტისი) – 798, 50,9%
7. ჰატემ ბენ არფა (უკლუბოდ) – 770, 50,6%
8. ანდრეს ინიესტა (ვისელ კობე) – 739, 60,9%
9. რობერტო ფირმინო (ლივერპული) – 736, 56,8%
10. ნეიმარი (პსჟ) – 734, 50,2%