4 თვიანი ლოდინის შემდეგ მოგზაურები, როგორც იქნა ავიდნენ Villa Vie Odyssey-ს ბორტზე და მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივმა კრუიზმა სტარტი აიღო. APnews-ის ინფორმაციით, დედამიწის გარშემო მოგზაურობა თითქმის 4 წელი გაგრძელდება.
100-ზე მეტმა მგზავრმა ბელფასტი უკვე დატოვა და განაგრძო „სამუდამო“ კრუიზი მას შემდეგ რაც ისინი ქალაქში 4 თვის განმავლობაში ჰყავდათ გაჩერებული.
ხომალდი Odyssey-ს სერტიფიცირებას იმაზე მეტი დრო დასჭირდა ვიდრე ვარაუდობდნენ, ამიტომ მაისში დაგეგმილმა სტარტმა 4 თვით გადაიწია.
ხომალდი გაერთიანებული სამეფოდან საფრანგეთისკენ გაეშურა, შემდეგ სიაშია – ესპანეთი, პორტუგალია, ბერმუდები და ბაჰამის კუნძულები.
პირველი რეისი 1301 დღე გაგრძელდება, მოიცავს 7 კონტინენტს და 425 პორტში გაჩერებას, რიოდან სინგაპურამდე. კრუიზზე არის რესტორნები, აუზები, სპა, ბიზნეს-ცენტრი და სამედიცინო დაწესებულება.