LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ლამაზ დამნაშავეს მეუღლე დაშორდა

38

როგორც ჩანს, ყველაზე ლამაზ დამანაშავედ აღიარებულმა ჯერემი მიქსმა პოპულარობას ვერ გაუძლო. რამდენიმე დღის წინ, მამაკაცი და ბრენდ „ტოპშოპის“ მემკვიდრე, ქლოე გრინი პაპარაცებმა კოცნის დროს გადაიღეს. როგორც გაირკვა, ჯერემიმ მეუღლეს განუცხადა, რომ თურქეთში საქმეზე მიდიოდა.

„არასოდეს არაფერი მსმენია ქლოე გრინზე. მეგონა, რომ ჯერემი თურქეთში საქმიანი ვიზიტით იყო წასული. დარწმუნებული ვარ, იმ ქალმა იცოდა, რომ ის დაქორწინებული იყო… რა ვუთხრა ბავშვებს? ჩემი გული გატეხილია… ჩვენი ქორწინება არ ყოფილა იდეალური, თუმცა მეგონა, რომ მისი გადარჩენა მოვახერხეთ, სანამ ეს ღალატი არ მოხდა… ორივეზე გაბრაზებული ვარ…“, – განაცხადა მელისა მიქსმა.

ყველაზე ცუდ მომენტად გოგონა იმას ასახელებს, რომ ეს ყველაფერი პრესიდან შეიტყო: „დილით გავიღვიძე და უცნობ ადამიანს ჰქონდა გამოგზავნილი ფოტო, რომელზეც ის იმ ქალს კოცნიდა. შოკში ჩავარდი! ეს ყველაფერი აფეთქებულ ნაღმს ჰგავდა, ჩემი სამყარო იმ წამს განადგურდა“, – განაცხადა ჯერემის მეუღლემ.

„ვუთხარი, რომ ჩვენი ქორწინების გადარჩენა შეუძლებელი იყო. დამთანხმდა“, – იხსენებს მელისა.

შეგახსენებთ, რომ წყვილი ორ საერთო ვაჟს ზრდიდა და ქალიშვილს, რომელიც მელისას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები