LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მეგობრული ქვეყნები

131
42558801_10214722612393682_145600989062234112_n

მოგზაურებმა გამოავლინეს ქვეყანა, სადაც ყველაზე მეგობრული ხალხი ცხოვრობს.

ტურისტულმა პორტალმა OneTwoTrip თავისი კლიენტები გამოკითხა და იმ დანიშნულების დასახელება სთხოვა, სადაც მათ ყველაზე სტუმართმოყვარე ადგილობრივები შეხვედრიათ და დახმარებაზეც უარი არ უთქვამთ.

პირველ ადგილს თითქმის 20%–იანი მაჩვენებლით იტალია იკავებს. მეორეა ესპანეთი 18%–ით, მესამე პოზიცია კი გერმანიამ და საბერძნეთმა გაინაწილეს.

მეგობრულ დანიშნულებათა სიაში მოხვდა ასევე – აშშ, ტაილანდი, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ბელგია, ინდოეთი, საფრანგეთი და თურქეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები