ბარსელონას ტურისტები ყველაზე მეტად აწუხებენ. სტატისტიკის ონლაინ-პორტალმა statista-მ იმ ევროპული ქალაქების რეიტინგი შეადგინა, რომლებსაც ყველაზე მეტი ვიზიტორები ყავთ და შესაბამისად ყველაზე მეტ დისკომფორტსაც განიცდიან. პირველ სამეულში კი ბარსელონასთან ერთად ამსტერდამი და ვენეციაც მოხვდნენ. საინტერესოა, რომ მკვლევარებმა ტურისტების რაოდენობასთან ერთად ღამის გასათენებელი ადგილების რიცხვი, ასევე ვიზიტორებისა და ადგილობრივების ერთმანეთთან შეფარდებაც გაითვალისწინეს. გარდა ამისა, ისინი მოსახლეობასაც გაესაუბრნენ და ტურიზმის მიმართ მათი დამოკიდებულებაც დაადგინეს.
აღსანიშნავია, რომ ტურისტებისგან შეწუხებულთა შორის არიან ასევე – მილანი, ბუდაპეშტი, ბუქარესტი, რეიკიავიკი, მოსკოვი და ათენი.