ჰელსინკი ყველაზე სუფთა ევროპული ქალაქია. ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა ყოველწლიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ყველაზე სუფთა ჰაერი და წყალი სწორედ ფინეთის დედაქალაქშია. 0–დან 100 ქულიან შეფასებით სისტემაში, სადაც 100 ყველაზე დაბინძურებულს ნიშნავს – ჰელსინკმა მხოლოდ 13,5 ქულა დააგროვა. მეორე ადგილს, 15,6 ქულით – რეიკიავიკი, მესამეს კი 16,4–იანი დაბინძურებით ციურიხი იკავებს.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგი თავად მოსახლეობის მიერ შეგროვებული მონაცემების გაანალიზების შემდეგ შედგა და წელს სიაში სულ 76 ევროპული ქალაქი მოხვდა. ყველაზე დაბინძურებულთა შორის კი მაკედონიური ტეტოვო და სკოპიე ლიდერობენ.