კომპანიები Mercedes-AMG და Cigarette Racing თანამშრომლობის ათი წლის იუბილეს აღსანიშნავად სწრაფმავალ კატერს კუპე AMG GT R-ის სტილში ააწყობენ. ნავის პრემიერა, რომელიც ორი კომპანიის რიგით მეხუთე პროექტი იქნება, თებერვალში, მაიამიში შედგება.
სხვა დეტალები ახალ კატერთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ მის გაფორმებაში კონცერნ Daimler-ის შეფ დიზაინერი, გორდონ ვაგენერი მონაწილეობდა. ერთადერთ ტიზერში AMG GT R-ის საფირმო ფერის ხასხასა მწვანე ფერის ზოლები შეიმჩნევა, ასევე კატერის გვერდითა მხარეს იკვეთება AMG-ის დიდი ლოგოტიპი.
თავად კუპე Mercedes-AMG GT R 2016 წლის ზაფხულში გამოჩნდა და ს ნიურბურგრინგის ყველაზე სწრაფი საგზაო მერსედესი გახდა.