LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე უსაფრთხო 6 ქვეყანა, რომელთა მონახულება უკვე შეგიძლიათ

42
hiker-at-the-skogafoss-waterfall-1509955260-1000X561

ახალი ადგილების აღმოჩენის ცდუნებას რთულია გაუძლო, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ადამიანებს შეუძლებელი შეაძლებინა. მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი საკმაოდ მძიმე ვითარებისა, გარკვეულ ქვეყნებში მოგზაურობა შედარებით უსაფრთხოა. ტურისტულმა პორტალმა Bookmundi.com–მა იმ დანიშნულებების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც შეგიძლიათ წახვიდეთ და შესაძლო რისკებზე ნაკლებად იდარდოთ.

სიის შედგენისას სპეციალისტებმა ისეთი კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, კულტურული ინტერესი, ბუნება, ლანდშაფტები, ატრაქციები და რაღა თქმა უნდა ეპიდვითარება.

1. ისლანდია
ყინულისა და ცეცხლის სამშობლოში სანახავი მართლაც ძალიან ბევრია. სტაბილური ეპიდვითარებისა და კრიმინალის დაბალი დონის დამსახურებით, დანიშნულება ყველაზე ემოციური ტურისტებისთვისაც საუკეთესო არჩევანია.

2. პორტუგალია
ტურიზმის საკითხში ქვეყანა ასპარეზს ისეთ ძლიერ მოთამაშეებთან იყოფს, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი – ეს კი მარტივი ნამდვილად არ არის. თუმცა, ადგილობრივი სამზარეულოს, მრავალფეროვანი ღირსშესანიშნაობების და კრიმინალის დაბალი დონის დამსახურებით დანიშნულება საკმაოდ კონკურენტუნარიანია.

3. იაპონია
ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთთან მეზობლობა იაპონიას ბევრ პრობლემას უქმნის, თუმცა ის მაინც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. ტურისტებს შეუძლიათ მშვიდად იმოგზაურონ და კორონავირუსის პანდემიაზეც ნაკლებად იდარდონ.

4. ირლანდია
ირლანდიაში საუკეთესო ამინდები ნამდვილად არ არის ხოლმე, თუმცა კულტურული ღირსშესანიშნაობების თუ სტუმართმოყვარე ადგილობრივების ხათრით მისი მონახულება ნამდვილად ღირს.

5. ავსტრალია
მართალია იქ ბევრი გველი, ობობა, ზვიგენი თუ ნიანგია, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული სისტემების დამსახურებით, დანიშნულება მაინც ძალიან უსაფრთხოა.

6. ფინეთი
საუკუნოვანი ტყეებისა და უძირო ტბების სამშობლოს ყველაზე მეტად მოლაშქრე ტურისტები აფასებენ. მის პატარა ქალაქებში კი უსაფრთხოებისა თუ კოვიდ რეგულაციების დაცვა ბევრად უფრო მარტივია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები