LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ყურადღებიანი და უყურადღებო მძღოლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

10

ერთ-ერთმა უდიდესმა ავსტრალიურმა სადაზღვეო კომანიამ Suncorp Metway სადაზღვეო შემთხვევების ანალიზი გამოაქვეყნა. 160 000-ზე შემთხვევის განხილვის ანალიზმა საკმაოდ საინტერესო შედეგები აჩვენა იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნები ხვდებიან ავარიაში ყველაზე ხშირად და ყველაზე იშვიათად.

დავიწყოთ იმ ნიშნებით, რომლებიც სხვა ნიშნებთან შედარებით ყველაზე ხშირად ხვდებიან საავარიო სიტუაციებში. მოკლედ, სტატისტიკური ანალიზის მიხედვით ტოპ-3 ყველაზე ცუდი მძღოლი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ასე გამოიყურება.

 

თევზები

ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ძალიან უყვართ წარმოსახვით სამყაროში ცხოვრება, სწორედ ამიტომ, საჭესთან ისინი ხშირად ეთიშებიან რეალურ მოვლენებს, რის შედეგადაც საფრთხეს უქმნიან, როგორც საკუთარ ასევე სხვების ჯანმრთელობასაც.

 

კურო

კუროები იმდენად არიან გართული საკუთარ კომფორტზე ზრუნვით, რომ ავტომობილის მართვისას ავიწყდებათ ყურადღების მიქცევა მოძრაობის დეტალებზე და ხშირად ერთვებიან ისეთი საკითხების მოგვარებაზე, როგორიცაა ტემპერატურა ავტომობილში, ხმაური, სამართავი პანელის დაბინძურება და სხვა. სწორედ ამიტომ, ისინი ხშირად ხდებიან ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზი.

 

ტყუპები

ტყუპებმა ყველაზე ცუდი მძღოლის ტიტული დამსახურებულად მოიპოვეს, რადგან მათ შეუძლიათ ერთროულად ავტომობილიც მართონ, ისაუბრონ ტელეფონზე და მოიძიონ სასურველი ნივთი სათავსოში. სწორედ ასეთი საქციელი განაპირობებს იმას, რომ ტყუპები მუდმივად შარში ეხვევიან…

 

ყველაზე ცუდი მძღოლების სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით სწორედ ასე გამოიყურება (თევზები, კურო, ტყუპები). ახლა კი დროა ვისაუბროთ კარგი მძღოლების სამეულზეც, რომელიც ასე გამოიყურება:

 

მშვილდოსანი

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ბუნებისგან დროსა და სივრცეში ადვილად გადაადგილების ნიჭით არიან დაჯილდოვებულები, მათი ავტომობილის მართვის შეგრძნება ნამდვილად შესაშურია. სწორედ ამიტომ, სტატისტიკის მიხედვით, მშვილდოსნები ისეთი მძღოლების კატეგორიაში მოხვდნენ, რომლებიც იშვიათად არღვევენ მოძრაობის წესებს და სხვა ნიშნებთან შედარებით ნაკლებად ხვდებიან საავარიო სიტუაციებში.

 

მორიელი

მორიელების კონცენტრირება ავტომობილის მართვისას ნამდვილად აღფრთოვანებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სისწრაფე და ექსტრემი იზიდავთ, საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებზე დაკვირვებით ადვილად ხვდებიან, როგორ უნდა მართონ საკუთარი ავტომობილი. სწორედ ამ თვისების გამოყენებით, მორიელები იმ მძღოლთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც ყველაზე ნაკლებად ხვდებიან ავარიაში.

 

თხის რქა

მოთმინების უნარითა და სიფრთხილით გამორჩეული ზოდიაქოს ეს ნიშანი, ავტომობილის მართვის პრინციპებსაც მუდამ ზედმიწევნით იცავს და მართვის პროცესში მხოლოდ ავტომობილის მართვაზეა ორიენტირებული. თუმცა, სხვა მძღოლების თვალში ის მუდამ ზედმეტად დაძაბულად და სახიფათოდ გამოიყურება, რაც ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. თხის რქები ავტომობილის მართვით უდიდეს სიამოვნებას იღებენ და ამასთანავე, ყველაზე ნაკლებად ხვდებიან საავარიო სიტუაციებში.

სტატისტიკის მიხედვით საერთო სურათი ასე გამოიყურება:

 

  1. თხის რქა (საუკეთესო მძღოლი)
  2. მორიელი
  3. მშვილდოსანი
  4. სასწორი
  5. ლომი
  6. ვერძი
  7. მერწყული
  8. კირჩხიბი
  9. ქალწული
  10. თევზები
  11. კურო
  12. ტყუპები (ყველაზე ცუდი მძღოლი)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები