ინტერნეტში გამოჩნდა ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ახალი რომანტიკული ფოტოები, რომლებიც მილანის მახლობლადაა გადაღებული. წყვილი ფანტასტიკურ დროს ატარებს ზღვის სანაპიროზე. ფოტოებზე უჩვეულო არაფერია გარდა ირინა შეიკის თმისა. 30 წლის სუპერმოდელი ფოლგით გამოჩნდა, რომელიც მთლიანად ფარავს მის თმას. რაში დასჭირდა ფოლგა დასვენებისას მოდელს, რთული სათქმელია. ფაქტია, რომ ყვითელი პრესა ცდილობს გაარკვიოს, რა სჭირს ირინა შეიკის თმას.
თავზე ამ უცნაური აქსესუარის მიუხედავად, ირინა შეიკი ფანტასტიკურად გამოიყურება შავი ფერის საცურაო კოსტიუმში. ასევე სპორტულ ფორმაშია წარმოდგენილი მსახიობი ბრედლი კუპერიც.