“თბილისის მიკროავტობუსის” წარმომადგენლის განცხადებით, მათი კომპანიის არც ერთი სამარშუტო ტაქსი გაზზე აღარ იმუშავებს. ამის შესახებ “ფორტუნასთან” კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნათია მიქიაშვილმა განაცხადა.
კომპანიის ეს მოთხოვნა რუსთავის გზატკეცილზე, #118 სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა გააპროტესტეს. ისინი ამბობდნენ, რომ ეს მათ ხარჯს გაზრდიდა.
“ფორტუნას”, “თბილისის მიკროავტობუსის” წარმომადგენელმა განუცხადა, რომ მათ ეს ხარჯები საკუთარ თავზე აიღეს, შესაბამისად მძღოლებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკება შედგა.
“ჩვენ დავაფიქსირეთ კატეგორიული მოთხოვნა, რომ არც ერთი სამარშუტო ტაქსი აღარ უნდა ყოფილიყო გაზზე, ამან გამოიწვია ნაწილობრივ უკმაყოფილება, თუმცა მას შემდეგ, რაც მძღოლებმა გაიგეს, რომ კომპანია თავად აანაზღაურებს ხარჯს, რაც არის ზედმეტი გაზსა და ბენზინს შორის, ამის შემდეგ, ყველანაირი გაფიცვა შეწყდა”, – განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.
თამთა უთურგაშვილი