ექსპერტებმა ავტომობილების ყველაზე პოპულარული ფერები დაასახელეს. ქიმიური კონცერნის BASF-ის ექსპერტებმა 2024 წლის ტრენდები გააანალიზეს და დაასახელეს ფერები, რომლებზეც მსოფლიოში ყველაზე მეტი მოთხოვნაა. „ტოპში“ რჩება თეთრი ფერი, ასევე შავი და ნაცრისფერი. საინტერესოა, რომ თითქმის ორჯერ გაიზარდა ყვითლის პოპულარობა: ასეთი მანქანების რიცხვი 1,5-ჯერ მეტია.
აბსოლუტური ლიდერი – თეთრია. მსოფლიოში მისმა საშუალო რაოდენობამ 2024 წელს 34% შეადგინა. მეორე ადგილზე შავი ფერი, 22%-ით განთავსდა, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილები ნაცრისფერმა და ვერცხლისფერმა, 17% და 8%-ით გაინაწილეს.