დიზაინერი ზალიკო ბერგერი მთელ ზაფხულს აჭარაში ატარებს, სადაც მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა და საკუთარი კოლექცია წარადგინა. მისი კოლექციის სახე ნინა წკრიალაშვილი გახლდათ, რომელმაც ზალიკოს რამდენიმე კაბა ფოტოგადაღებისთვისაც მოირგო.
ზალიკო წვეულებების დიდი მოყვარულია და „ფეისბუქზე“ უამრავი ფოტო გამოაქვეყნა, აშკარაა, რომ დიზაინერს ბათუმში არც ერთი საინტერესო ღონისძიება არ გამოუტოვებია.
ახლახან კი საკუთარ გვერდზე დადო ფოტო, რომელიც ბერასთან ერთად აქვს გადაღებული. ვკითხეთ, რამდენად ახლოს იცნობს მომღერალს.
ზალიკო ბერგერი:
ბერას ახლოს არა, მაგრამ ვიცნობ, „სექტორ 26“-ში ერთ-ერთ საღამოს დავესწარით. ამ კლუბში ბევრი კარგი საღამო გაკეთდა, ასევე მომეწონა „სოჰოში“ სტეფან ბინიაკის კონცერტი.
მთელ ზაფხულს ბათუმში ვატარებ. აქ აჭარის მოდის კვირეულზე ჩემი ახალი კოლექცია გამოვიტანე. ჩვენება ნინა წკრიალაშვილმა დახურა. ძალიან კარგი გამოვიდა. კოლექციის ნაწილი გაიყიდა, დავამატებ ახალ სამოსს და სექტემბერში თბილისელ მაყურებელს წარვუდგენ.