ზამთარის სეზონი წელიწადის ყველა მძიმე პერიოდია, რომელიც ძალიან ბევრს უფუჭებს განწყობას. მხნეობისა და პოზიტივის შესანარჩუნებაში სწორად შერჩეული გარდერობი დაგეხმარებათ, რომელიც მეტ-ნაკლებად კომფორტულად გადაგატანინებთ სუსხიან დღეებს.
* ზამთრის ქურთუკი თბილი და პრაქტიკული უნდა იყოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ვიზუალური მხარე, რომელიც სამსახურშიც გამოგადგებათ და ნაკლებად ფორმალურ სიტუაციასაც მოერგება.
* ქუდი ქურთუკის ატრიბუტია, ამიტომ არჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ მისი ფერი და ყურადღება მიაქციეთ რამდენად უხდება ის თქვენს ქურთუკს.
* ხელთათმანი აუცილებლად თბილი და კომფორტული უნდა იყოს, რათა არ მოგიწიოთ მისი ხშირად მოხსნა.
* ზამთრის ფეხსაცმელი არა მარტო მოდური, არამედ სქელ ძირზე და წყალგაუმტარი ქსოვილისგან უნდა იყოს შეკერილი, რათა უკეთ დაიცვათ თავი თოვლისა და არასასიამოვნო ჭყაპისგან