LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთრის კურორტებზე დასვენება გაძვირდება?

25

საქართველოში, ზამთრის კურორტებზე, შესაძლოა, დასვენება გაძვირდეს.

როგორც სასტუმროების მფლობელების ნაწილი ამბობს, ზამთარში გაზრდილი გაზის ტარიფისა და ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის გამო, შარშანდელ ფასებს ვერ შეინარჩუნებენ.

საოჯახო სასტუმროების მფლობელების ნაწილი კი „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ მომსახურების გაძვირებას არ აპირებს.

 

ბაკურიანი

სასტუმრო იმერეთში, ერთ-ერთი ნომრის მფლობელის თქმით, კომუნალური გადასახადის ზრდის მიუხედავად, ამ ზამთარსაც იგივე ტარიფს შეინარჩუნებს.

„არ ვაპირებ ტარიფის გაზრდას, გაზის ტარიფის ზრდის მიუხედავად, შევძლებ ფასის შენარჩუნებას“, – განაცხადა მან „ფორტუნასთან“.

კიდევ ერთი კერძო პირი, რომელიც ბაკურიანში ბინას ფლობს, „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ მას თითქმის ყველაფერი ელექტროენერგიაზე აქვს, ამიტომ, გაზის ტარიფის ზრდა, მისი ოთახის ფასს არ გაზრდის.

სასტუმრო “მგზავრებში” კი განაცხადეს, ისევე როგორც ყოველთვის, სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, ფასები შეიცვლება.

“ფასები ზამთარში გაიზრდება, თუმცა ეს გაზის ტარიფთან არაფერ შუაშია”, – განაცხადეს სასტუმროს წარმომადგენლებმა. ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები