LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა მარჯანიშვილის კონცერტი თბილისში

73

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, 15 იანვარს, ამერიკაში აღიარებული ქართველი მუსიკოსის,ზაზა მარჯანიშვილის საავტორო კონცერტი ”საჩუქარი თბილისს” გაიმართება. მარჯანიშვილი თბილისში კონცერტს17 წლის შემდეგ პირველად მართავს. მუსიკოსი ორსაათიან კონცერტზე საქართველოს ფარგლებს გარეთ დაწერილ მუსიკას შეარულებს, რომელიც საქართველოს და სამშობლოს მონატრებას ეძღვნება. კონცერტზე ახალი ორლეანიდან ჯაზის ვარსკვლავებსაც ელოდებიან. სპეციალურად კონცერტისთვის საქართველოში მუსიკოსები: დაგ ბელოუტი, როლანდ გუერინი, სტივ მასაკოვსკი და მარკ ბრაუდი ჩამოვლენ. კონცერტის დასაწყისი 20 საათია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები