გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ლიგის მორიგ ტურში “გოლდენ სტეიტმა” “მინესოტა ტიმბერვულვსი” ანგარიშით 125:101 დამაარცხა და დასავლეთ კონფერენციის ლიდერი გახდა.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 14 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ქართველი ცენტრის გუნდმა ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო.
ოკლანდელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კლეი ტომპსონი გახდა, რომელმაც 28 ქულა დააგროვა.
გათამაშების მოქმედი ჩემპიონები მომდევნო შეხვედრას “ფილადელფიასთან” გამართავენ.