ნაციონალური საკალათბურთო ლიგის მომდევნო ტურში “გოლდენ სტეიტმა” მეექვსე მარცხი განიცადა.
“გოლდენ სტეიტმა” მატჩი ლიდერების კევინ დურანტისა და სტეფ კარის გარეშე გამართა.
ჩემპიონებმა “საკრამენტოსთან” ანგარიშით 110:106 წააგეს.
ოკლანდელთა რიგებში ქართველმა ცენტრმა 14 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 3 ქულა, 3 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მიუხედავათ მარცხისა შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 21 ქულით კლეი ტომპსონი გახდა.
მომდევნო შეხვედრას “უორიორსი” 30 ნოემბერს გამთენიისას “ლეიკერსთან” გამართავს.