ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” NBA-ს რეგულარული სეზონის მერვე მატჩი “კლიპერსის” წინააღმდეგ გამართა.
სტუმრად ქართველი ცენტრის გუნდმა 28 ქულის უპირატესობით, ანგარიშით 141:113 იმარჯვა და რეგულარულ სეზონში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.
ფაჩულიამ მატჩი სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და თორმეტი წუთი ითამაშა. პარკეტზე გატარებული დროის განმავლბაში “გოლდენ სტეიტის” ქართველმა კალათბურთელმა ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო და 6 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.
ოკლენდელებს 31 ქულით, 5 მოხსნითა და 6 პასით გუნდის ლიდერმა, სტეფ კარიმ ულიდერა.
მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი სტუმრად “სან ანტონიოს” წინააღმდეგ 2 ნოემბერს გამართავს.