LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზედმეტი ძილი ჯანმრთელობისთვის საზიანოა

45
middle-aged-man-sleeping

ბევრი ადამიანი სტრესის, სატელევიზიო შოუს, გვიანი ვახშმის თუ ზედმეტი ფინჯანი ყავის გამო სრულყოფილად გამოძინებას ვერ ახერხებს. ძილის ნაკლებობა კი დაღლილობას, არაპროდუქტიულობას, სისუსტეს იწვევს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იგივე ეფექტის გამოწვევა ხანგრძლივ ძილსაც შეუძლია.

სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი ეფექტი, რომელსაც ზედმეტი ძილი იწვევს. როგორც უახლესმა კვლევამ აჩვენა, ასეთ დროს სიმსუქნის რისკიც იმატებს.

ამერიკელმა დიეტოლოგებმა 19,650 ადამიანი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ვისაც ღამეში 8 საათზე მეტი ეძინა – უფრო დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, ცხიმებს, კოფეინს და ჭარბ შაქარს მოიხმარდა. გარდა ამისა, მათ შემთხვევაში ფიზიკური აქტივობაც ნაკლები იყო. ძილის რეკომენდაციის დამრღვევები ეკრანთან დიდ დროს ატარებდნენ და საკვების სწორად შერჩევაც უჭირდათ.

მედიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ იმ ადამიანთა შემთხვევაში ვისაც ღამეში მხოლოდ 4-5 საათი სძინავს – გულ-სისხლძარღვთა პრობლემების განვითარებისა და ნაადრევი სიკვდილის რისკი ძალიან მაღალია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, 18-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებმა ძილს 7 საათი უნდა დაუთმონ. 61-64 წლამდე ასაკის პირებს შეუძლიათ 7-დან 9 საათამდეც ეძინოთ. ხოლო 65 წელს გადაცილებულებისთვის კი დასვენების იდეალური დრო 7-8 საათია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები