LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზედმეტი წონა ფსიქიკური პრობლემების რისკს ზრდის, ახალი კვლევა

121
Capture

ახალი კვლევის მიხედვით, ზედმეტი კილოგრამები ხშირად ხდება დეპრესიის, ნიკოტინ დამოკიდებულების და კვებითი აშლილობის მიზეზი. ინფორმაციას ამის შესახებ WebMD ავრცელებს.

ვენის უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის მკვლევრებმა ავსტრიის საავადმყოფოებში 1997 წლიდან 2014 წლამდე ჰოსპიტალიზებული პაციენტების მონაცემები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ უმრავლეს შემთხვევაში ფსიქიკური აშლილობის წინამორბედი მდგომარეობა სიმსუქნე იყო, თანაც თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

ამასთან, ქალების შემთხვევაში იმის რისკი რომ ფსიქოლოგიური დაავადება განვითარდება, ბევრად მეტია. მაგალითად, ქალები სამჯერ უფრო ხშირად იტანჯებიან დეპრესიით, ვიდრე მამაკაცები. გამონაკლისია მხოლოდ ნიკოტინ-დამოკიდებულება – ზედმეტი კილოგრამების მქონე მამაკაცებს ის ორჯერ უფრო ხშირად უდასტურდებათ.

ევროსტატის გამოთვლით, ზედმეტი წონა ევროკავშირში მცხოვრებთა 53%-ს აწუხებს. მათგან 36%-ს ზედმეტი წონა, 17%-ს კი – სიმსუქნე უფიქსირდება.

სწორედ ამიტომ ევროპაში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსახლეობას კვებითი ჩვევების შეცვლაში დაეხმარონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები