LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზემფირამ საკონცერტო ტურნე გააუქმა

83

პოპულარულმა რუსმა მომღერალმა ზემფირამ გულშემატკივრები გაანაწყენა, როდესაც თქვა, რომ მან ნაადრევად შეწყვიტა საკონცერტო ტურნე.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გულშემატკივრების გარკვეულმა ნაწილმა და ჟურნალისტებმა არასწორად გაიგეს მომღერლის ნათქვამი, რის გამოც, ზემფირამ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა სოც-ქსელის მეშვეობით:

”ფრაზა – ეს ჩემი ბოლო საკონცერტო ტურნეა, ნიშნავს იმას, რომ ეს არის ჩემი უკანასკნელი ტურნე. ასეთი კონცერტები ძალიან მღლის. თავის დროზე მე უარი ვთქვი ტელეშოუებში მონაწილეობასა და ალბომების ჩაწერაზეც. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მე თამამად ვწერო ახალი სიმღერები” – განაცხადა მომღერალმა.

როგორც რუსული პრესა ვარაუდობს, მომღერალი აპირებს, რომ საშემსრულებლო კარიერა ნაადრევად დაასრულოს და კომპოზიტორობას მიჰყოს ხელი. თუმცა, ოფიციალური განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მას არ გაუკეთებია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები