LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზემო იმერეთი-რაჭის მიმართულებით ახალი გზა აშენდება

146

ზემო იმერეთი-რაჭის მიმართულებით ახალი 2 ზოლიანი, 55 კილომეტრიანი გზის მშენებლობა იგეგმება.

აღნიშნული მონაკვეთის საპროექტო სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყება. ხოლო მშენებლობა, სავარაუდოდ, 2018 წელს დაიწყება და 2020 წლისთვის დასრულდება.

სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 60 მილიონ აშშ. დოლარს შეადგენს.

საპროექტო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების დაფინანსების წყაროს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან.

ამ დროისათვის, ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზაზე დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.
პროექტის განხორციელების შემდეგ, აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო 1 საათით შემცირდება.

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები