E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო მონაკვეთზე, 5 კმ-მდე მანძილზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ცალი მიმართულებით, ახალ გზაზე გადაერთო.
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კილომეტრიან მონაკვეთზე აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ–ბეტონის გზა, 9 პარალელური ხიდი, 1 გზაგამტარი 2 სატრანსპორტო კვანძი, 5 საფეხმავლო გადასასვლელი ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელები და რკინაბეტონის წყალგამტარი მილები.
აღნიშნული გზის მშენებლობა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. ზესტაფონი–ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება.