LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზა პარალიზებულია

27

ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზა წუხანდელი უამინდობის გამო პარალიზებულია. როგორც თერჯოლის გამგებელი თემურ ჯაფარიძე აცხადებს , ამის მიზეზი მდინარე ჩხარას მიერ დროებით ავტომაგისტრალის დაზიანებაა. მისივე თქმით, ადიდებულმა მდინარემ ავტომაგისტრალის დაახლოებით 30-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო, რამაც აღნიშნული პრობლემები გამოიწვია. ჯაფარიძის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამგებლის ინფორმაციით, დასავლეთის მიმართულებით მოძრაობა ბაღდათის გავლით არის შესაძლებელი.

ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოში გუშინ სტიქია გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები